საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №409-1

დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2010 წლის 10 დეკემბრის
N409 ბრძანებით


2010 წლის 15-16 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა:


გიორგი ბოკერია - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დელეგაციის ხელმძღვანელი

ირაკლი ფორჩხიძე - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ალან პარასტაევი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე

პაატა გაფრინდაშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი

დიმიტრი სანაკოევი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

გიორგი კაპანაძე - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თიღვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი

გიორგი ბარამია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

დალი ხომერიკი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი

სერგი კაპანაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი

დავით რაქვიაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

შოთა უტიაშვილი -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი

თამარ თომაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.