საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამუშაო ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში იმყოფებოდა

2010 წლის 12-17 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ამ ქვეყნებთან.

ქუვეითში ოფიციალური ვიზიტის დროს ნიკა გილაური ამ ქვეყნის ემირს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და პარლამენტის სპიკერს შეხვდა. საუბარი შეეხო ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს, კერძოდ, საქართველოდან წყლების, ხილისა და ბოსტნეულის შეტანას ამ ქვეყანაში.

გარდა ამისა, გილაურმა ქუვეითში ვიზიტისას ამ ქვეყნის საინვესტიციო ფონდებში შეხვედრები გამართა, რომლის დროს მხარეებმა განიხილეს ქუვეითური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა საქართველოს ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში და საცალო ვაჭრობაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური