საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი იორდანიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და იორდანიის პრემიერ-მინისტრი სამირ რიფაი 2010 წლის 26 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში იორდანიის დედაქალაქ ამანში 26 აპრილს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმება გაფორმდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის შეხვედრა იორდანელ ბიზნესმენებთან
ნიკა გილაურმა თავის იორდანელ კოლეგასთან სამირ რიფაისთან და ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრები გამართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში ხელს მოაწერენ კიდევ რამოდენიმე ხელშეკრულებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარია ხელშეკრულებაზე ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შესახებ, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების დოკუმენტზე, ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულებაზე და პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენი და თქვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთს ჰგავს, ორივე ქვეყნის ეკონომიკების ფილოსოფია მსგავსია, კარგი იქნება თუ გაიმართება საქართველოში ბიზნეს-კონფერენცია ორი სახელმწიფოს ბიზნეს-წრეების მონაწილეობით," - განაცხადა ნიკა გილაურმა სამირ რიფაისთან შეხედრისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური