საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთსა და ინდოეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ჩინეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ჟანგ დეჯიანგსი2010 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა.

26 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ჩინეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს ჟანგ დეჯიანგს (Zhang Dejiang) შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.ნიკა გილაური და ჩინეთის ვაჭრობის, ტრანსპორტის მინისტრი, ჩინეთის საერთაშორისო წყლის და ელექტრო კომპანიის ვიცე პრეზიდენტი და ქ. ქინჯაოს თავისუფალი სავაჭრო ზონის ადმინისტრაციული კომიტეტის დირექტორი ვანგი

ორივე ქვეყნის მთავრობა კმაყოფილია ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობებით და საერთაშორისო დიპლომატიის ბევრ საკითხში შეხედულებების თანხვედრით. გარდა ამისა, როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის წარმატებით ვითარდება, თუმცა შემდგომი ზრდის პოტენციალი ძალიან დიდია.

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ყველანაირად ახალისებს და მოუწოდებს ჩინურ კომპანიებს გააღრმავონ თანამშრომლობა საქართველოსთან და განახორციელონ ინვესტიციები.

ნიკა გილაურმა წამოაყენა წინადადება ხელი შეეწყოს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განხროციელებას, რამაც საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის განვითარებას და ინვესტორთა მიმოსვლას უნდა შეუწყოს ხელი. ჩინური მხარე არ გამორიცხავს თბილისის აეროპორტის სატრანზიტო პუნქტად გამოყენებას ჩინეთიდან ნიკა გილაური პეკინში ჩინური კომპანიების China International Water & Electric Corporation, Free Trade Zone of Quingdao, Sino Hydro Corporation, China Railway Construction და Gezhouba Group ხელმძღვანელებს შეხვდაევროპაში განხორციელებული ფრენებისათვის.საქართველოს პრემიერ–მინისტრი სიტყვით  პეკინში გამართულ ბიზნეს–ფორუმზე გამოვიდა

გარდა ამისა, მხარეები შეეხნენ ჩინური კომპანიების მიერ თბილისში საბითუმო ბაზრის მშენებლობას, რომელმაც საქონლით მთელი რეგიონი შეიძლება მოამარაგოს.
შეხვერდაზე განხილული იქნა ენერგეტიკაში თანამშრომლობის საკითხები.

"რამოდენიმე პროექტია, რომლის განხორციელება შეიძლება: საქართველოში ჩინური კომპანიებისთვის ლოგისტიკური ცენტრი, იმისათვის რომ ვაჭრობა ევროპასა და ჩინეთს შორის გამარტივდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას საქართველოში.
საუბარია ფოთის პორტის გაფართოვებაზე, თეორიულად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ახალი საწარმოების შექმნაზე, რომლებიც ივაჭრებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, თურქეთთან და შემოიტანენ ჩინურ ინვესტიციებს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი პეკინში გამართულ ბიზნეს–ფორუმზემოგვიანებით ნიკა გილაურმა პეკინში ჩინური კომპანიების China International Water & Electric Corporation, Free Trade Zone of Quingdao, Sino Hydro Corporation, China Railway Construction და Gezhouba Group ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრები. აღნიშნული შეხვედრების დროს საუბარი შეეხო საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, სხვადასხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობას და საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის უფრო აქტიურ გამოყენებას.საერთაშორისო გამოფენა World Expo შანხაიში

27 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პეკინში ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას გადაწყდა, რომ ბანკის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა. შესაძლებელია, რომ ჩინურმა ბანკმა თბილისში თავისი წარმომადგენლობა გახსნას.

შეხვშეხვედრა ჩინური გიგანტური Poly Group Corporation–ის ოფისშიედრა ასევე ჩინური გიგანტური Poly Group Corporation-ის ოფისში გაიმართა, რომელიც სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ საქონელს აწარმოებს და რამოდენიმე ტელეარხს და კონოთეატრების ქსელს ფლობს.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით პეკინში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე გამოვიდა, რომლის მსვლელობისას მან ჩინელ ბიზნესმენებს საქართველოს ბიზნეს-კლიმატი გააცნო და მოუწოდა განახორციელონ ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში.

გადაწყდა, რომ შეიქმნება საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-საბჭო, რომელიც იმუშავებს ორივე მხარისათვის საინტერესო ეკონომიკურ საკითხებზე.საერთაშორისო გამოფენა World Expo 2010-ის გახსნა

27 ოქტომბრის ნიკა გილაური ქართულ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა შანჰაიში, სადაც მიმდინარეობს საერთაშორისო გამოფენა World Expo. საქართველოს პავილიონი, სადაც წარმოჩენილია ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს დამთვალიერებელთა შორის.

ჩინურსაქართველოს დელეგაცია ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდაი მხარის მონაცემებით, გახსნის მომენტიდან დღემდე გამოფენა, სადაც წარმოდგენილი არიან მსოფლიოს ქვეყნები, უკვე დაათვალიერა 70 მილიონზე მეტმა ვიზიტორმა.

"1 700 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა საქართველოს პავილიონში ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში, რაც ალბათ, გარკვეულწილად ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო საქართველოს ისტორიის შესახებ, საქართველოს კულტურის შესახებ, საერთოდ იმის შესახებ, რომ საქართველო არსებობს და ეს არის ქვეყანა უდიდესი ისტორიის, უდიდესი კულტურის და ეს დამატებით, რა თქმა უნდა, სტიმულს მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეულწილად, ასევე ვიზიტორებს იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. ავიღეთ ორი მთავარი მიმართულება - ეს იყო ღვინო და ეს იყო ტურიზსაქართველოს პრემიერ–მინისტრი World Expo 2010–ზე საქართველოს პავილიონშიმი, იმიტომ, რომ ჩინეთის ბაზარი ღვინისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ბაზარია პოტენციურად, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავზრდით ჩინეთში ექსპორტს," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

ქართულმა დეგელაციამ დაათვალიერა ჩინეთის, სინგაპურის, იაპონიის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პავილიონები.

პრემიერ-მინისტრი შანჰაის გლობალურ საფინანსო ცენტრში შანჰაის საფონდო ბირჟის პრეზიდენტსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების კომპანიაში Huawei-ს ხელმძღვანელებს შეხვდა.

"ჩინეთში, სინამდვილეში, რასაც ველოდებიოდით, იმაზე ბევრად უფრო დიდი ინტერესი დავინახეთ საქართველოსადმი გამომჟღავნებული. ალბათ, ეს ინტერესი მოდის იქიდანაც, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ასე ვთქვათ, ჩინეთის მხრიდან, რომ ჩინური ბიზნესები და ჩინური ინვესტიციები საქართველოსკენ წამოვიდეს. ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ეს ჩანდა, ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრაში ჩანდა, რაც მთავარია, კომერციის სამინისტროსთან შეხვედრაში ჩანდა,საქართველოს პრემიერ–მინისტრი World Expo 2010–ზე იაპონიის პავილიონში რომ არის გადაწყვეტილება, განწყობილება ისეთი, რომ ჩინური ინვესტიცია საქართველოში შემოვიდეს. ჩვენ დავინახეთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი და კონკრეტული მოლაპარაკება გვქონდა უკვე იმ საწარმოებთან, რომლებსაც აინტერესებთ საქართველოში საქართველოს პრემიერ–მინისტრი World Expo 2010–ზე სინგაპურის პავილიონშიბიზნესის კეთება. ლაპარაკია რამდენიმე ასეულ მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, ლაპარაკია, ვთქვათ, პორტის გაფართოებაზე, ლაპარაკია ახალი სავაჭრო ცენტრის შექმნაზე, ლაპარაკია სხვა ტიპის ინვესტიციებზერამოდენიმე კონკრეტული მოლაპარაკება გვქონდა იმ საწარმოებთან, რომლებსაც საქართველოში ბიზნესის კეთება აინტერესებთ. საუბარია ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციაზე," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შანჰაიდან 30 ოქტომბერს ნიკა გილაური ინდოეთში გაემგზავრა. მუმბაიში პრემიერ-მინისტრმა Financial Times-ის მიერ ორგანიზებუულ ფორუმში "Invest in Georgia" მონაწილეობა მიიღო და ინდოელ ბიზნესმენებს შეხვდა. ფორუმზე ნიკა გილაური სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე ისაუბრა.

მუმბაიში პრემიერ-მინისტრმა Financial Times-ის მიერ ორგანიზებუულ ფორუმში  Invest in Georgia მონაწილეობა მიიღოროგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა "ყველა, ვინც არის მოსული, ყველას აქვს კონკრეტული წინადადება, ანუ აქ არ მოსულა ბიზნესმენები, მხოლოდ საქართველოზე რომ მოისმინონ. საქართველოზე მათ, აღმოჩნდა, რომ ასე თუ ისე, სმენიათ და მოსულები არიან ძალიან კონკრეტული წინადადებებით. ახლა, ვთქვათ, უკვე შეხვედრები გვქონდა, ერთი ერთზე შეხვედრები, ზოგს აინტერესებს ახალი მეტალურგიული ქარხნის აშენება, ზოგს აინტერესებს ახალი ფეროს ქარხნის აშენება, ანუ, ლაპარაკია საწარმოებზე, დიდ საწარმოებზე, რომლითაც ისინი ივაჭრებენ ჩვენ რეგიონთან და ასევე ისინი შექმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს. მათ მოწონთ ის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ".

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური