საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხებში ამოსაბეჭდი ვერსია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი და  პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი  ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხებში გიორგი პერტაია2010 წლის 10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი წარადგინა.

"წარმოგიდგენთ პრემიერ-მინისტრის ახალ მთავარ მრჩეველს ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხებში გიორგი პერტაიას. მოგეხსენებათ, რომ ნიკა გილაური რამოდენიმე დღის წინ ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრისას გამოვიდა ინიციატივით თავის აპარატში შექმნას ახალი თანამდებობა, რამაც კიდევ უფრო უნდა გააადვილოს ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობა.

გიორგის აქვს სწორედ ამ სფეროში კარგი გამოცდილება, მას კარგად იცნობენ ქართულ ბიზნეს-წრეებში. რამოდენიმე წლის წინ გიორგი მუშაობდა ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ და მისი მთავარი ფუნქცია იყო ბიზნესის ინტერესების დაცვა.

გარდა ამისა გიორგი მუშაობდა USAID-ის და ევროკავშირის პროექტებში, რომლებიც ბიზნეს-კლიმატის შესწავლასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

ცოტა ხნის წინ მან დაამთავრა დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი. ამის შემდეგ ის რამოდენიმე ხნის განმავლობაში მუშაობდა ვაშინგტონში კომპანია Booz Allen Hamilton-ში დამოუკიდებელ ექსპერტად და მის კომპეტენციაში შედიოდა განვითარებადი ქვეყნები და მათ შორის საქართველო.
გიორგი საქართველოში დაბრუნდა სულ სამი კვირის წინ," - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი მიესალმება გიორგის მოსვლას მის გუნდში. „გიორგიმ წარმატებით დაამთავრა ბიზნეს-სკოლა ამერიკაში და აქვს MBA-ს ხარისხი. ის კარგად არის ცნობილი როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბიზნეს წრეებში და მისი მთელი კარიერა ბიზნესის გარშემო ტრიალებს. მისი მოსვლით ჩვენს გუნდში ხელი კიდევ უფრო უნდა შეეწყოს ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობას და გიორგის კომპეტენციაში იქნება სწორედ ბიზნესის წინაშე მდგარი პრობლემების მთავრობამდე მოტანა," - თვლის ნიკა გილაური.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური