საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რეაბილიტირებული კლინიკა დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა  ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებული კლინიკა ე.წ. „ლეჩკომბინატი დაათვალიერა2010 წლის 27 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებული კლინიკა ე.წ. „ლეჩკომბინატი " დაათვალიერა.

„ამ საავადმყოფოს პროექტის საწყისი ვარიანტი არ გამოვიდა. დღეს მისი სახეცვლილი ვარიანტია შემოთავაზებული. მინდა ვთქვა, მიუხედავად ამისა დრო, წელიწადნახევარი თუ ორი წელი, არ დაკარგულ და ამის მთავარი მაგალითი ეს საავადმყოფოა. რეაბილიტაცია რამოდენიმე თვის წინ დაიწყო, ვხედავთ რამხელა სხვაობაა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამას ვერ შეამჩნევს. ეს არის კერძო ქართული ინვესტიცია. მივესალმები ამას, ეს ძალიან საამაყოა. ჯამში, საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 2,5 მლნ დოლარზე მეტი ჩაიდება. მნიშვნელოვანია ის, რომ (საავადმყოფოს) კოლექტივი ძალიან კმაყოფილია ყველაფრით, რადგანაც მათი ხელფასები, როგორც ახლა მეუბნებოიდნენ, მინიმუმ 5 ლარი და მაქსიმუმი 200 ლარი იყო. ახლა, 200 არის მინიმუმი და 2000 ლარი არის მაქსიმუმი. მიუხედავად მიმდინარე რეაბილიტაციისა, არცერთი თანამშრომელი არ გაუშვიათ და საკმაოდ კარგად აკეთებნ ყველაფერს.

მომავალი წლის ბოლომდე ვნახავთ, რომ ეს საავადმყოფო დასრულდება. ის იქნება მულტიპროფილური, 50 საწოლზე გათვლილი და ყველანაირ სერვისს შესთავაზებს მომხმარებელს. დარწმუნებული ვარ, რომ
ეს იქნება ჩვენი ჯანდაცვის რეფორმის ერთერთი მთავარი ქვაკუთხედი. ჯანდაცვის რეფორმის მიზანი სწორედ ის არის, რომ ჩამოვაყალიბოთ კარგად რეაბილიტირებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფოები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის.

ეს არის ჩვენი ჯანდაცვის რეფორმის მიზანი,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური