საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს ახალი საგადასახადო კოდექსი წარუდგინა ამოსაბეჭდი ვერსია

სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენებს ახალი საგადასახადო კოდექსი წარუდგინა2010 წლის 3 ივნისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენებს ახალი საგადასახადო კოდექსი წარუდგინა.

"მცირე წინასიტყვაობა მინდა გავაკეთო და მოგახსენოთ, თუ როგორ გაჩნადა ახალი საგადასახადო კოდექსის დაწერის იდეა.

კარგად მოგეხსენებათ, ამ მთავრობის მთავარი მიზანია კერძო სექტორის ხელშეწყობა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამაზე არის აწყობილი - კერძო სექტორის ხელშეწყობა, მაქსიმალურად ეფექტური მთავრობა და კერძო სექტორი, რომელიც აქტიური; ინვესტორები, რომლებიც არიან აქტიურები, რომლებიც აკეთებენ მოგებას საქართველოში და ქმნიან სამუშაო ადგილებს, ასაქმებენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ჩვენი ძალიან მარტივი მიდგომა. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზნის მისაღწევად, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ.

გთავაზობთ ახალ საგადასახადო კოდექსს. მინდა თქვენი შენიშვნები მაქსიმალურად მოვისმინოთ. გამოყენებული იქნება ვებ-გვერდი, სადაც ყველას საგადასახადო კოდექსის ცვლილებების ნახვის საშუალება ექნება. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იმუშავებს კერძო სექტორთან ერთად. მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი პერტაია, იგი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, ბიზნეს-ომბუდსმენია. როდესაც საუბარი იქნება საგადასახადო კოდექსისი თქვენისეულ ხედვაზე, იქნება ერთერთი საკონტაქტო პიროვნება კერძო სექტორთან ურთიერთობაში, " - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კოდექსის თანახმად 30 ათას ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე ბიზნესმენებს გადასახადი აღარ დაეკისრებათ. მათ, ვისაც 200 ათას ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვს, ტვირთბრუნვის გადასახადის გარდა, სხვა გადასახადი აღარ მოეთხოვებათ.

როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ბიზნესის წარმომადგენლებს გაუმარტივდეთ საგადასახადოსთან ურთიერთობა. ბიზნესსმენებს იმის საშუალბა მიეცემათ, რომ ტვირთბრუნვის 3 ან 5 პროცენტი გადაიხადონ. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესმენი გამართულად აწარმოებს ბუღალტერიას, ის 3%-ს გადაიხდის, სხვა შემთხვევაში კი 5%-ს გადასახადი დაეკისრება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ პირს, რომელიც დაბეგვრას ადმინისტრაციული ორგანოს მითითების შესაბამისად აწარმოებს, აღარ დაერიცხება საურავი.

ახალი კოდექსის მიხედვით, აღმოჩენილ არარეგისტრირებულ ნივთზე დაწესებული იქნება კონკრეტული ჯარიმა. მაშინ, როდესაც ინვენტარიზაციისას საგადასახადოს მიერ აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადოს ჰქონდა უფლება ორ წელიწადზე გაევრცელებინა ჯარიმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბაჟო და საგადასახადო კოდექსები გაერთიანდება. ხოლო თანხები ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდება, იმ შემთხვევაში, თუ გადახდა ელექტრონული სისტემით იქნება განხორციელებული.

ფინანსთა მინისტრის თავმჯდომრეობით შეიქმნება ხუთი წევრისგან შემდგარი აუდიტორთა საბჭო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნებისმიერი ახალი გადასახადის დარიცხვაზე საგადასახადომ უფლება აუდიტორთა საბჭოსგან უნდა აიღოს.

დღგ კვარტალურად გადახდა გახდება შესაძლებელი. ეს ორთვიან უპროცენტო სესხის ანალოგია. ახალი საგადასახდო კოდექსით გადამხდელს პირველად ეძლევა უფლება, ჩამოწეროს გაფუჭებული საქონელი.

"გვინდა გავზარდოთ მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესზე და გავზარდოთ წნეხი სპირტიან სასმელზე. ჩვენ ვცდილობთ სამართლიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. გვინდა გავუმარტივოთ საგადასახადო ცხოვრება ბიზნესს და მეორეს მხრივ, გვინდა თანაბრად გადანაწილდეს საგადასახადო წნეხი ბიზნესის ყველა სფეროზე", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური