საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა2010 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, მთავრობი კანცელარიაში განცხადება გააკეთა:

„სანდრო კვიტაშვილი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. შესაბამისად, ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადაგა.
მადლობა მინდა გადავუხადო ამ პიროვნებას იმისათვის, რაც მან ჯანდაცვის სფეროსთვის გააკეთა.

მინდა გამოვყო რამოდენიმე რეფორმა. განსაკუთრებით კი სოფლის ექიმის პროგრამა. მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სექტორში სანდროს (კვიტაშვილი) მინისტრობის დროს ახალი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. ამ პროგრამის მეშვეობით ჯანდაცვის სექტორი გამოსწორებულია.

მეორე - დაზღვეულთა რაოდენობაა. საქართველოში 2006 წელს 200 დაზღვეული იყო, დღეს დაზღვეულთა რაოდენობა შადგენს 1,5 მლნ-ს. აქაც დიდი როლი ითამაშა იმან, რომ სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით, ძალიან ბევრი თანამოქალაქე დააზღვია. განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ფენას განეკუთვნებიან.

მესამე, ახალი საავადმყოფოების მშენებლობაა. მოგეხსენებათ, რომ დღეს თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში ახალი საავადმყოფოების და ახალი კლინიკების მშენებლობაა დაწყებული. მომავალი 18 თვის განმავლობაში რეგიონებში 46-ზე მეტი ახალი საავადმყოფო და კლინიკა აშენდება. გარდა ამისა, სახელმწიფო თბილისის საავადმყოფოებში გარკვეულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. აქაც სანდრო კვიტაშვილის და ჯანდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული როლი მინდა გამოვყო.

და ბოლოს - სოციალურად დაუცველთა ბაზა. აქ ყოველთვის პრობლემები, მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები იყო. ამ პრობლემის მოგვარებაშიც ძალიან დიდი როლი სანდრომ და ჯანდაცვის სამინისტრომ ითამაშა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან გასწია ამ პერიოდის განმავლობაში. ეს იყო ერთერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გაკეთებულია და ყველაფერი კარგად არის ჯანდაცვის სფეროში.

მაგრამ ამ დარგში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადაგმულია და ამ ნაბიჯების რეალურ რეზულტატს საზოგადოება 2010-11-12 წლებში ნახავს.

რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია და მომავალ კვირაში წარმოგიდგენთ ჯანდაცვის მინისტრის ახალ კანდიდატურას."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, უახლოეს მომავალში არანაირი სხვა სამთავრობო ცვლილება არ იგეგმება. დღევანდელი ცვლილება მთავრობაში გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა თსუ-ს აკადემიური საბჭოსგან მიიღო წინადადება ჩაუდგეს სათავეში ამ უმაღლეს სასწავლებელს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური