საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის პრესსსამსახურის უფროსმა ბრიფინგი გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრის პრესსსამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი 2010 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილი პრემიერ-მინისტრის ჩინეთსა და ინდოეთში ვიზიტების დეტალების შესახებ პრესის წარმომადგენლებს ესაუბრა:

"მინდა შევაჯამო ქართული დელეგაციის ვიზიტის შედეგები ჩინეთსა და ინდოეთში. თქვენ იცით, რომ ეს ვიზიტი დაიწყო 24-ში (ოქტომბერს). პრემიერ-მინისტრის (ხელმძღვანელობით) დელეგაცია ჩავიდა პეკინში, სადაც პირველი შეხვედრა იყო ჩინეთის მთავრობის ვიცე პრემიერ-მინისტრთან. ეს პოლიტიკური შეხვედრა იყო და ამ შეხვედრის დროს დადასტურდა, რომ ქვეყანას აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები.
ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოც აღიარებს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ჩინეთის მთავრობა ძალიან აფასებს.

ჩინეთის მთავრობა თავის კომპანიებს მოუწოდებს, რომ მათ ინვესტიციები განახორციელონ ქართულ ეკონომიკაში და ეს გამოჩნდა ამ ვიზიტის დროს.

ქართული დელეგაციისთვის მოულოდნელი იყო ასეთი დიდი ინტერესი საქართველოში ინვესტიციების თვალსაზრისით.

ნიკა გილაურს ქონდა სხვადასხვა დიდ მულტინაციონალურ კომპანიებთან შეხვედრები და შეხვედრებზე იყო ძალიან კონკრეტული საუბარი იმ დეტალებზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ესა თუ ის პროექტი და რა ვადებში.

ჩინური კომპანიები არიან დაინტერესებული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით საქართველოში, გარდა ამისა ერთერთი ჩინური კომპანია მზად არის ააშენოს თბილისის მახლობლად საბითუმო ბაზარი, რომელიც მოემსახურება მთლიანად რეგიონს და არა მარტო საქართველოს. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ამ კომპანიამ 2-3 თვეში შეიძლება დაიწყოს ამ საბითუმო ბაზრის მშენებლობა.

გარდა ამისა, ერთერთი კომპანია გამოთქვამს სურვილს, რომ საქართველოს გავლით განახორციელოს ევროპაში თავისი ავტობუსების გაყიდვები და შემდგიმში, არ არის გამორიცხული, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოხდეს ამ ავტობუსების აწყობა და ევროპის ბაზრებზე, (ჩვენი) რეგიონის ბაზრებზე ამ ავტობუსების გატანა.

შემდეგ, საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა მუმბაიში, სადაც ჩატარდა ბიზნეს ფორუმი, რომელმაც ინდოეთის კომპანიების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. აქაც საუბარი იყო ქართულ ტურიზმზე, სხვადასხვა სფეროებზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე და ა.შ.

იყო ძალიან კონკრეტული კითხვები, კონკრეტული დაინტერესება, დეტალური დაინტერესება ინდოელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური