საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამკერვალო ფაბრიკის მილერი და კომპანია თანამშრომლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამკერვალო ფაბრიკის მილერი და კომპანია თანამშრომლებს შეხვდა2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამკერვალო ფაბრიკის "მილერი და კომპანია" თანამშრომლებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა 2010 წლის წარმატებებზე და პრობლემებზე ისაუბრა. გთავაზობთ ნიკა გილაურის სიტყვას:

„2010 წლის პრობლემების და წარმატებების შესახებ შევეცდები მოკლედ მოვყვე. თქვენგანაც გარკვეული კითხვები და შენიშვნები, მოსაზრებები მინდა მივიღო, მომავალ წლებში რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად.
ჩვენი მთავარი მიზანი უმუშევრობასთან ბრძოლა იყო და რჩება, მთავარი პრობლემაც ეს არის. აღნიშნული პრობლემა მარტივად ვერ გადაწყდება. ამას დაემატა გასული პერიოდის განმავლობაში ფასების ზრდა, ფასები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, საკვებ პროდუქტზე.

ჯერ მინდა ავხსნა, რამ გამოიწვია ეს ფასების ზრდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის მიზეზი. მთავარი პრობლემა იყო ხორბალი. წლევანდელი წლის განმავლობაში მთელს რეგიონში ხორბლის ძალიან ცუდი მოსავალი იყო. რეგიონში მთავარი მომწოდებლები ყაზახეთი, რუსეთი და უკრაინაა. ცუდ მოსავალს დაემატა ხანძარი რუსეთში, რომელმაც ხორბლის მოსავლის ნაწილი გაანადგურა. ამას დაემატა ის, რომ ცუდი მოსავლიანობის გამო უკრაინამ და რუსეთმა პოლიტიკურად ჩაკეტეს „ხორბლის" საზღვარები, ამ ქვეყნებიდან ექსპორტი შეიზღუდა.

ამის გამო ხორბლის მოწოდება შემცირდა. შესაბამისად, მთელს რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ხორბალზე, ლაპარაკი არ არის მარტო საქართველოზე, არამედ შუა აზიის ქვეყნებზე, აღმოსავლეთ ევროპაზე, თურქეთზე.

ძალიან ბერვი მეკითხება, რა შუაშა ხორბალი და ზეთი? როგორ არის დაკავშირებული ხორბალზე ფასის გაზრდა სხვა პროდუქციაზე ფასის ზრდასთან?

ამ პროდუქტებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი კორელაცია. ხორბალი პირველადი მოხმარების საგანია, ლიდერია მარცვლეულ პროდუქტებში. როდესაც ხორბალზე ფასი იზრდება, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვისაც და მეცხოველეობა-მეფრინველეობისთვისაც ხდება მისი ჩანაცვლება. როდესაც ხორბლის ფასი იზრდება, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის უფრო მისაღები ხდება ბრინჯის ან წიწიბურას მოხმარება, სხვა ბურღულეულის მოხმარება. შესაბამისად, იზრდება ამ პროდუქტებზე მოთხოვნა. თუ გადავხედავთ მეცხოველეობა-მეფრინველეობას, როდესაც იზრდება საფურაჟო ხორბლის ფასი, ფერმერს ურჩევნია გაზრდილი საფურაჟო ხორბლის ფასის მაგივრად, გადაიხადოს და იყიდოს უფრო მეტი მზესუმზირის კობტონი ან სიმინდი. შესაბამისად, თუ ხორბალზე ფასი გაიზარდა, იზრდება სხვადასხვა პროდუქტების მოხმარება.
ეს იწვევს ფასების ზრდას მთელს სხვადასხვა პროდუქციაზე, რაც ჩვენ დავინახეთ წლევანდელი წლის განმავლობაში.

რა შეიძლება მთავრობამ გააკეთოს?! შეიძლება, რომ მთავრობამ დააწესოს მაქსიმალური ფასები და თქვას, რომ ამაზე მეტი ხორბალი ან პური არ უნდა ღირდეს?

საბჭოთა კავშირის დროს სცადეს და არაფერი არ გამოვიდა. მოხდა ის, რომ პროდუქცია უბრალოდ გაქრა დახლებიდან, მაღაზიებიდან და გადავიდა შავ ბაზარზე. გამყიდველები ყიდიდნენ იმ პროდუქციას, რომელზეც ფასები იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამკერვალო ფაბრიკის მილერი და კომპანია თანამშრომლებს შეხვდადაწესებული უფრო ძვირად, ოღონდ დახლ ქვეშ.

პროდუქციაზე გარკვეული ფასები რომ დავაწესოთ, ეს იქნება აბსურდი. შედეგად მივიღებთ იმას, რომ გაქრება პურპროდუქტები, გაქრება წიწიბურა მაღაზიებიდან. გაიყიდება შავ ბაზარზე და უფრო ძვირად. ამიტომ, საერთაშორისო გამოცდილებამ, ჩვენმა საკუთარმა გამოცდილებამ და ეკონომიკურმა თეორიებმა დაგვიმტკიცა, რომ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი.

რა არის გამოსავალი, რა შეიძლება მთავრობამ გააკეთოს?

პირველი, ეს არის პოლიტიკური ბარიერების გადალახვა. მაგალითად, უკრაინამ როდესაც დაინახა, რომ ხორბლის ფასები გაიზარდა თვითონ უკრაინაშიც, ჯერ შემოიღო ექსპორტზე შეზღუდვა, მერე საზღვრები გახსნა, ახლა კი შემოიღო კვოტები. ყოველთვიურად უკრაინიდან გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ხორბალი არ გამოდის.

მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინის პრემიერ-მინისტრს, მე მქონდა მასთან მიმოწერა, ჩვენ ელჩის საშუალებით გვქონდა მოლაპარაკება და გუშინ შემატყობინეს, რომ საქართველოსთვის გამონაკლისი იქნება. საქართველოს კვოტა არ შეეხება და საქართველოს შეეძლება წამოიღოს დამატებითი ხორბალი უკრაინიდან. ეს ერთი გზა არის, რომლითაც ფასების მხრივ მდგომარეობა საქართველოში მთავრობას შეუძლია შეამსუბუქოს.
მეორე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ახალი ბაზრების მოძებნა. აქამდე საქართველში კერძო შემომტანებს ხორბალი შემოქონდათ მხოლოდ ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. როდესაც რუსეთი ჩაიკეტა მთლიანად, უკრაინა ამ პერიოდის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, ყაზახეთთან მძიმე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, დავუკავშირდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, საფრანგეთს, უნგრეთს. პოლიტიკურად ეს გზა, ეს მომწოდებლები გავხსენით და ვუთხარით ჩვენს კერძო კომპანიებს, რომ იქიდან პოლიტიკური ნება არის, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ახალი ბაზრებიდან შემოტანილ იქნას პროდუქცია საქართველოში. შესაბამისად, უნგრეთიდან და საფრანგეთიდან საქართველოში შემოტანილია ხორბალი და ამ ეტაპზე ხორბლის და ფქვილის დიდი ნაწილი არის ფრანგული და უნგრული.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამკერვალო ფაბრიკის მილერი და კომპანია თანამშრომლებს შეხვდაეს არის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ დივერსიფიკაცია შევქმნათ ხორბლის მიწოდებაში და შევეცადოთ შემცირდეს ფასები ან ფასების ზრდა აღარ გაგრძელდეს.
მესამე, არის სპეკულაციურ ფასებთან ბრძოლა. არსებობს მომენტი, როდესაც კერძო კომპანიები ხელოვნურად ფასების გაზრდის შანსს ხედავენ. ეს მოხდა, მაგალითად, ხორცზე. რამოდენიმე კვირის წინ, ხორცის ხარისხის ზედამხედველობის გამკაცრების გამო, კომპანიებმა გადაწყვიტეს ხელოვნურად, სპეკულაციურად გაეზარდათ ფასები ხორცზე.

მაგრამ კონკურენციამ ეს დაარეგულირა და ისევ მოხდა ხორცზე ფასების შემცირება. აქაც მთავრობას შეუძლია გარკვეული როლი ითამაშოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის სამუშაო ადგილების შექმნა.

თუ გვყავს მოსახლეობა და საზოგადოება, რომელსაც სამუშაო გააჩნია, რომელსაც კარგი ხელფასი აქვს, მათთვის საშიში არ არის 10-15%-იანი, თუნდაც 100%-ინაი ფასების ზრდა.

ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ შევიმუშავეთ სოფლის მეურნეობისთვის გრძელვადიანი პროგრამა. ასეთივე პრეცენდენტი მომავალში რომ არ გამეორდეს. ამ პროგრამას ვუწოდებ „ადგილობრივი წარმოების ზრდის პროგრამას", რომლის მეშვეობითაც შემოვიტანეთ ახალი სათესლე მასალები ხორბლისთვის და სიმინდისთვის.

2000 ტონა ახალი ხორბლის სათესლე მასალა შემოვიტანეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც 2-ჯერ უფრო ნაყოფიერია, 2-ჯერ უფრო მეტი მოსავალი მოდის 1 ჰექტარზე. გლეხებს დავურიგეთ და ვუთხარით, 1 წლის შემდეგ გადგვიხადეთ ამის ფასი. მანამდე თქვენ შეგიძლიათ ეს დათესოთ და მომავალ წელს აქედან მოვა 22 ათასი ტონა ახალი სათესლე მასალა. ჩვენი გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ადგილზე უნდა გვქონდეს ხორბლის იმხელა მოსავალი, რომ რეგიონში ფასების მერყეობამ არ გამოიწვიოს ძალიან დიდი ფასების მერყეობა საქართველოში. და თუ ეს მოხდა, ისევ ადგილზე დარჩეს გაზრდილი ფასებიდან მიღებული შემოსავალი.
ბოსტნეულში დიდი პრობლემა არ გვაქვს, იმიტომ რომ ბოსტნეულის 90%-ი საქართველოში იწარმოება, მხოლოდ 10-15%-ი არის იმპორტირებული. როგორც ხორბალზე გავაკეთეთ, ახლა სიმინდზეც იგივეს ვაკეთებთ. გაგვაჩნია გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ადგილზე გაიზრდება მოსავალიანობა, გაიზრდება ამ პროდუქტების მოყვანა. ეს შეგვიმსუბუქებს ასეთივე პრობლემებს მომავალში.
რაც მთავარია, სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის პირადად ჩემი მთავარი მიზანი, ეს იყო და რჩება მთავარ მიზნად და მთავარ პრობლემად ჩვენი საზოგადოებისთვის.

რა არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი?! რომ ვთქვათ, მთავრობა გამოვა და თვითონ დაიქირავებს ყველას და ამით გადაწყვეტს ამ პრობლემას, არ იქნება სწორი მიდგომა. ამან ვერ გაამართლა და ვერც ვერასოდეს ვერ გაამართლებს.

რა შეგვიძლია ვქნათ?! ჩვენ შეგვიძია შევქმნათ ის გარემო, სადაც კერძო ბიზნესი განვითარდება და იქნება კომფორული.
დღეს საქართველოში ერთი სამუშაო ადგილის შექმნას სჭირდება 20 ათასი დოლარიდან 30 ათას დოლარამდე ინვესტიცია. აი თქვენ აქ რომ მუშაობთ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვესტიცია არის ჩადებული ამ სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

საქართველოს საზოგადოება და ეკონომიკა არ არის იმდენად მდიდარი, რომ ეს ინვესტიცია გაიღოს და შექმნას ყველასთვის სამუშაო ადგილები. რა არის გამოსავალი, თუ თითო სამუშაო ადგილი ღირს 20-50 ათასი დოლარი და ამის ფული ჩვენ არ გვაქვს? გამოსავალი არის მხოლოდ ერთი რამ - საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა, ინვესტიციების განხორციელება საქართველოში.

რომ გამოვდივართ და ვამბობთ „ინვესტიციები, ინვესტიციები" და გვიხარია. ეს იმიტომ კი არ გვიხარია, რომ ინვესტიცია კარგია. ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე პრემიერ-მინისტრმა 2010 წლის წარმატებებზე და პრობლემებზე ისაუბრაიქნება სამუშაო ადგილით უზრუნველყოფილი და შეეძლება უფრო უკეთესად იცხოვროს და აცხოვროს თავისი ოჯახი.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უცხოური კომპანიები საქართველოში ჩამოვიდნენ? მოდით შევხედოთ რეალობას. საქართველოს ბაზარი არ არის იმხელა, რომ მიმზიდველი იყოს. საქართველოში უნდა იყოს უფრო მარტივი საგადასახადო სისტემა, რომელიც აწყობს ბიზნესმენს. უნდა იყოს უფრო ნაკლები მთავრობის ჩარევა, რაც ასევე აწყობს ბიზნესმენს. უნდა იყოს ნოლი კორუფცია, რაც ასევე აწყობს ბიზნესმენს. სხვანაირად ის საქართველოში არ ჩამოვა.

100 დოლარი რომ ქონდეს უცხოელ ინვესტორს, სად ჩადოს - ბულგარეთში, საქართველოში თუ თურქეთში? რატომ უნდა აირჩიოს მან საქართველო? - ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ეს იყო ჩვენი მიზანი ბოლო წლების განმავლობაში. ყველა კანონმდებლობას, ყველა რეგულაციას შეხვედეთ ამ კუთხით და ამ კითხვის ნიშნით. უცხოელი ინვესტორი რომ იყო და გქონდეს 100 დოლარი, სად ჩადებდი ფულს ბულგარეთში, თურქეთში, აზერბაჯანში თუ საქართველოში? შევეცადეთ ყველაფერი გაგვემარტივებინა იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება ინვესტორმა მიიღოს და თქვას, რომ მე საქართველოში მინდა ჩავდო ფული, საქართველოში უფრო მეტს გავაკეთებ, უფრო მომგებიანი ვიქნები.

რატომ გვაწყობს მისი მომგებიანობა? - იმიტომ რომ, როდესაც ინვესტორი არის მომგებიანი, უფრო და უფრო ავითარებს თავის საწარმოს, უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.
ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული რეფორმები დაგვიფასდა მსოფლიო ბანკის მიერ. მსოფლიო ბანკმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, 5 წლის განმავლობაში შეაფასა 175 ქვეყანა, ვინ ჩაატარა უფრო მეტი რეფორმა იმისათვის, რომ გაამარტივოს ბიზნეს გარემო თავის ქვეყანაში.

საქართველო დაასახელეს ნომერ 1 რეფორმატორად მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი რეფორმა გაატარა 2005-2010 წლებში ბიზნეს გარემოს გასამარტივებლად.

ეს არის უდიდესი მიღწევა, წლევანდელი წელი რომ ავიღოთ, გვაქვს რეიტინგი ისეთი ქვეყნების გვერდზე, როგორიც არის სინგაპური, ჰონკონგი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ნორვეგია და ა.შ.

ჩვენს უკან მოდის დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს, ვიდრე ესპანეთს, იტალიას ან საფრანგეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე მდგომარეობაში მყოფი ბიზნესმენის, ინვესტორის ცხოვრება საქართველოში უფრო მარტივია, ვიდრე ესპანეთში. მის მიერ გადასახადების გადახდა, პროდუქციის წარმოება, თავისთვის დამატებითი პროდუქციის იმპორტირება, თავისი წარმოებული პროდუქციის ექსპორტი უცხოეთში საქართველოდან უფრო მარტივია, ვიდრე ნებისმიერი დასახელებული ქვეყნიდან.

კერძო სექტორმა მაქსიმალურად უნდა იაქტიუროს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალური აქტიურობა საერთაშორისო ინვესტორებთან იმისათვის, რომ ისინი შემოვიდნენ ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილები შექმნან.

რა ვქენით ჩვენ ამ პერიოდში - 21-ი გადასახადი გვქონდა და ახლა გვაქვს 6-ი, ლიცენზიების რაოდენობა იყო 1000-ზე მეტი, ახლა გვაქვს 150-180-ი, კორუფცია მინიმუმზე არის დაყვანილი. თავს ვერ დავდებ, რომ ყველგან არის ეს აღმოფხვრილი, დარწმუნებული ვარ სადღაც მცირე არის დარჩენილი, მაგრამ მინიმალურზეა დაყვანილი და ეს არ არის კერძო სექტორის პრობლემა. კერძო სექტორისთვის იმპორტი და ექსპორტი არის ძალიან მარტივი.

ეს არის ის საწინდარი და საფუძველი, რომელიც ჩვენ მივეცით კერძო სექტორს და უცხოელ ინვესტორებს.

ასევე აქცენტი ინფრასტრუქტურაზე გავაკეთეთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რადგანაც კომპანიებმა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი შეძლონ მეზობელ ქვეყნებში და შემოიტანონ იმპორტი გამარტივებულად. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სოფელი დაუკავშირდეს ქალაქს და საწარმო არსებობდეს.

ელექტროენერგიის მუდმივი მომარაგება რომ არ არსებობდეს, თქვენი საწარმო ხომ ვერ იარსებებს? ზოგი საწარმო ვერ იარსებებს გაზის მუდმივი მიწოდება თუ არ ექნება, ზოგი საწარმო ვერ იარსებებს კარგი გზა თუ არ ექნება, იმიტომ რომ ის დამოკიდებულია ლოგისტიკაზე. იქ რაც შეიძლება მეტი მანქანა უნდა შევიდეს და გავიდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

შესაბამისად, პირველი ნაბიჯი ეკონომიკის განვითარებისთვის, იყო ინფრასტრუქტურა. ეს პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. დღეს საქართველოში ელექტროენერგიის, გაზის, გზის, რკინიგზის, პორტის და აეროპორტის საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამკერვალო ფაბრიკის მილერი და კომპანია თანამშრომლებს შეხვდაინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და ერთერთი საუკეთესოა.

მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია - კვალიფიციური მუშახელი. ამას ხშირად კითხულობს ინვესტორი - გვყავს თუ არა კვალიფიციური მუშახელი და საინჟინრო პოტენციალი. არის თუ არა დღეს საქართველოში მუშახელი, რომელიც გამოდგება არა მარტო ფაბრიკებში, არამედ მსხვილ საწარმოებში.

ძალიან დიდ ფოკუსს ვაკეთებთ განათლებაზე, გადამზადებაზე, იმისათვის რომ მომავალში ქვეყანას ქონდეს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, რომ საქართველოში არსებობდეს კვალიფიციური მუშახელი, იმიტომ რომ მათ უფრო მეტუი ხელფასი მიიღონ და საქართველო უფრო მიმზიდველი იყოს უცხოელი ინევსტორებისთვის და უფრო მეტი სამუშაო ადგილები შექმნან.
ეს არის ჩვენი სტრატეგია, ჩვენი ხედვა, რაც ჩვენ 2010 წელს განვახორციელეთ.

რა თქმა უნდა, არის პრობლემები. ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი კარგად არის. ვხედავთ, როგორ იმოქმედა ფასების ზრდამ საზოგადოებაზე და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ საზოგადოებას ვითარება შევუმსუბუქოთ. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის რეგიონალური პრობლემა და რეგიონალური პრობლემიდან გამომდინარეა ის, საქართველოში რაც ხდება.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საკმაოდ მძიმე 2009 წლის შემდეგ ეკონომიკა გამოვიდეს რეცესიიდან და არის კიდევაც გამოსული. წელს ველოდებით, რომ იქნება 5,5 %-6%-იანი ზრდა.
მსოფლიო ბანკის მიერ მონიჭებული პირველი ადგილი არის საქართველოს რეკლამა უცხოეთიდან დამატებით ინვესტიციების მოზიდვისთვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ 2010 წელი არ იყო მარტივი, მაგრამ 2009 წელი კიდევ უფრო უარესი იყო. ბევრ პრობლემას შევეჩეხეთ ამ პერიოდის განმვლობაში, ბევრი ახალი ამოცანა დავუსახეთ საკუთარ თავს. ყველა პრობლემის გადაწყვეტას ვერავის ვერ შევპირდებით, თუმცა იმ პირობებში, რაც გვაქვს სამუშაო ადგილების შესაქმნელად მაქსიმალური გაკეთდა.

ამ მიზანს უახლეს მომავალში უფრო მარტივად მივაღწევთ, რადგანაც ძალიან ბევრი მძიმე პრობლემა გადავწყვიტეთ ძალიან მცირე პერიოდში. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ქვეყანამ რა პრობლემებიც გადაიტანა, პოლიტიკური და სოციალური, ამ პრობლემების გადატანა ასე მარტივი ნებისმიერი ეკონომიკისთვის არ არის. შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებიდან დაწყებული, რუსეთის აგრესიით და საერთაშორისო მსოფლიო კრიზისით დამთავრებული, ყველაფერი ეს ძალიან მცირე პერიოდში შეემთხვა ქვეყანას.

მიუხედავად ამისა, ეკონომიკურად უკვე საკმაოდ ძლიერად ვდგავართ. იმედი მაქვს, რომ იმის შედეგი, რაც ვაკეთეთ ამ პერიოდის განმავლობაშ, უახლოეს მომავალში გვექნება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური