საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

ინფორმაცია ნატო-ს ლისაბონის სამიტის დეკლარაციის შესახებ ამოსაბეჭდი ვერსია

2010 წ. 19-20 ნოემბერს ქ. ლისაბონში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი.

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა მიერ მიღებულ იქნა სამიტის დეკლარაცია, რომელშიც მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს თავისი ერთგულება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და აღნიშნეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ნატო-ს ქვეყნებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსის წევრებმა მოუწოდეს რუსეთს გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. მოკავშირეები მიესალმნენ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში და განსაკუთრებით, ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში. ამავე დროს, დეკლარაციაში აღინიშნა, რომ ალიანსი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების პროცესს და მიესალმება საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნას, რომელიც ხელს შეუწყობს ალიანსის მიერ მხარდაჭერის აღმოჩენას ამ რეფორმების გატარების კუთხით.

Lisbon Summit Declaration