საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 18 იანვრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 18 იანვრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 18 იანვარს საქართვლოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 21 საკითხი იყო შეტანილი.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სხდომის დაწყებამდე 2010 წელს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

"2010 წლის განმავლობაში მთავრობა მთავრ აქცენტებს ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებებზე გააკეთებს. ამ სფეროებში უკვე ბევრი გაკეთდა, მაგრამ ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია.
გასული კვირის განმავლობაში, ბათუმში, პრეზიდენტმა მასწავლებლებთან შეხვედრაზე რამოდენიმე სიახლე გააჟღერა, რომლებსაც ჩვენ უახლოეს მომავალში განვახორციელებთ. დიმიტრი შაშკინს მინდა ვთხოვო, პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული დაპირებების შესრულების ვადების შესახებ კონკრეტული პრეზენტაცია მოამზადოს.

აგრეთვე, ჩვენ სადაზღვევო კომპანიებთან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ. უახლოეს მთავრობის სხდომაზე სანდრო კვიტაშვილს ვთხოვ გააკეთოს იმ სიახლეების პრეზენტაცია, რომელიც ამ მიმართულებით იგეგემება.

ერთერთ სიახლეს ხაზი მინდა გავუსვა. ეს იქნება ახალი სტანდარტები, რომელსაც საზოგადოებას შევთავაზებთ. სტანდარტები სავადმყოფოებსა და იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც დაზღვეულნი არიან სახელმწიფო პროგრამების მიერ. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ადამიანი უვარგის და საკმაოდ დაბალი სტანდარტების მქონე საავადმყოფოში არ უნდა მიდიოდეს. ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სტანდარტები ძალაში მომავალი წლის მეორე ნახევრიდან შევა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის პერსსამსახური