საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 27 იანვრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 27 იანვრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 27 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 77 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.
სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჯანდაცვის რეფორმისა და ფინანსთა სამინისტროს ახალი პრეზენტაციის შესახებ ისაუბრა.

„ხვალ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა ამ დარგის წარმომადგენლებთან ერთად პრეზიდენტთან შეხვედრა გვექნება, დეტალებში გავივლით ყველა იმ მიმართულებას, რომლებსაც წელს განვახორციელებთ. მინდა გითხრათ, რომ დღეს ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო საკითხებს განვიხილავთ.

რაც შეეხება სადაზღვეო რეფორმას - 2010 წლიდან სახელმწიფოს მიერ ყოველ ახალდაზღვეულს განსხვავებული პაკეტი ექნება, რომელშიც გარკვეული რაოდენობა წამლის თანადაფინანსება შევა. მოგეხსენებათ, წამლის თანადაფინანსება აქამდე არ არსებობდა, პაკეტში შედიოდა მხოლოდ გარკვეული სერვისები. ეს იქნება 3 წლიანი სადაზღვევო პაკეტი.

გარდა ამისა, მცირეოდენ სახეცვლილებას მიიღებს 100 საავადმყოფოს პროგრამა. აქაც უახლოეს მომავალში სიახლეები იქნება. იმის გამო, რომ ჩვენ წელს შემოვიტანთ ახალ სტანდარტებს, სადაზღვევო კომპანიები რაიონებში 15-20-25 საწოლიან საავადმყოფოებს, კლინიკებს ააშენებენ. წელს რეგიონებში და რაიონებში კლინიკების მშენებლობის „ბუმ"-ს ვიხილავთ. ასევე, ამ პროგრამით მოხდება არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაცია.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, ეს არის ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პრეზენტაცია. მინდა ავღნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესმენების და იმპორტიორების მხრიდან დიდი დაინტერესიბა იქნება. მოიხსნება რამოდენიმე ბარიერი, რომელიც აქამდე არსებობდა საბაჟოს გადალახვის დროს. ზოგჯერ ეს ბარიერი იყო ფიტო-ვეტის დოკუმეტის წარმოდგენა, ზოგჯერ აწონვის პრობლემები. მინდა ვთქვა, რომ ამა წლიდან ეს პრობლემები მოხსნილია და საკმაოდ სერიოზულად არის შემცირებული ის დრო, რომელიც იმპორტიორს სჭირდება საბაჟო პროცედურების გავლისთვის.

წელს ვაგრძელებთ საბაჟოს რეფორმირებას და რამოდენიმე თვეში ჩვენ გვექნება სრულიად განახლებული სტრუქტურა, რომელზეც უკვე სხვა წესები იმუშავებს და ბევრად უფრო მარტივი იქნება ბიზნესმენისთვის, იმპორტიორისთვის და ინვესტორისთვის ამ მიმართულებით მუშაობა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი საინტერესო მომენტია. შარშან ჩვენ ელექტრონული დეკლარირების წარმოება დავიწყეთ. თავიდან არც თუ ისე ბევრი კომპანია ჩაება ამ პროცედურაში. ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანიას არ სჭირდება ფინანსთა სამინისტროს უწყებაში მისვლა და დეკლარაციის ჩაბარება. ბოლო თვეების განმავლობაში სერიოზული წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და დეკლარაციების 80% დღეს ბარდება ელექტრონულად," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური