საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 23 თებერვლის მთავრობის სხდომა

2010 წლის 23 თებერვლის მთავრობის სხდომა 2010 წლის 23 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 66 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გუშინდელი სტიქიის შესახებ ისაუბრა.

წარმოგიდგენთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას მთავრობის სხდომაზე:

„პირველ რიგში, იმ ოჯახებს მინდა მივუსამძიმრო, რომელთა წევრები გარდაიცვალნენ. ორი გარდაცვლილი გვყავს, როგორც მოგეხსენებათ, უბედური შემთხვევის გამო. (გუშინ) 32 მ/წ სიჩქარე დაფიქსირდა, რაც (ქარს) გრიგალის კვალიფიკაციას აძლევს.

საკმაოდ დიდი პრობლემები შეიქმნა როგორც რეგიონში, ასევე თბილისში. 150-მდე სახლს სახურვი ახდილი აქვს. დიდი პრობლემები შეექმნათ ენერგეტიკოსებს. შენობების რეაბილიტაცია დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. ხოლო რაც შეეხება ენერგეტიკოსების პრობლემებს, მინდა გითხრათ, რომ პიკში „თელასში" გათიშული იყო 50 ათასამდე აბონენტი, ამ დროისათვის თბილისში მიწოდება სრულად არის აღდგენილი. ხოლო რეგიონებში, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში გათიშული იყო 130 ათასამდე აბონენტი. ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე რჩება 80 ათასამდე აბონენტი და მათაც ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგებათ დღის ბოლომდე.

ზუსტი შედეგები ჯერჯერობით დათვლილი არ არის და ამ ინფორმაციასაც საზოგადოებას მივაწოდებთ. "

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური