საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 25 მაისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 25 მაისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 25 მაისს საქრთველოს მთავრობის სხდომა ქ.ზუგდიდში გაიმართა. დღის წესრიგში 22 საკითი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"ტრადიციას ვაგრძელებთ, მორიგ გასვლით (მთავრობის) სხდომას ზუგდიდში ვატარებთ. დღის მთავარი საკითხი იქნება ადგილობრივი პრობლემები, რეგიონის პრობლემები, ის პროექტები, რომლებსაც სამეგრელოში და ზემო სვანეთში ვახორციელებთ, ასევე ის პრობლემატიკა, რომელიც ჯერ გადაწყვეტილი არ არის და რომლის გადაჭრას ჩვენ ამა წლის ბოლომდე ვაპირებთ.
სამეგრელოს რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. მხოლოდ საინვესტიციო პროექტებზე დაიხარჯება 180 მლნ ლარზე მეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 200 მლნ ლარამდე წელს იქნება ათვისებული.

აქედან მთავარი ნაწილი მიდის გზებზე და საგზაო ინფრასტრუქტურაზე. ჯამში, 74 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება როგორც ადგილობრივ გზებზე, ასევე მთავარ გზებზე. ორი მთავარი მიმართულება, რომელიც ინფრასტრუქტურის მიხედვით გაგვაჩნია, სასმელი წყალი და ენერგეტიკაა. ენერგეტკაში გაზიფიკაციას ვგულისხმობ, რომელიც სამეგრელოს რეგიონში ინტენსიურად არის დაწყებული. რაც შეეხება სასმელ წყალს, წელს ამ მიმართულებით 28 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, რეგიონში, თავად ზუგდიდშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია განსახოორციელებელი.

თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ანაკლიის პროექტებზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგი პროექტებია. ამ პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი - დასრულდება წლის ბოლომდე.

პირველ რიგში, ეს არის ბულვარი რომელიც წელს დასრულდება, ხიდი უკვე დასრულებულია. კიდევ ერთი საცალფეხო ხიდი კეთდება, რომელიც წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება. გარდა ამისა, ამ რეგიონს ექნება 2 ახალი სასტუმრო. ორივე ანაკლიის რაიონში იქნება და ორივე წელს გაიხსნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის განვითარებისა და ამ რეგიონის დამატებით განვითარებისთვის. "

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური