საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 23 ივნისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 23 ივნისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 23 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 38 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სახდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოში სტიქიური მოვლენების შესახებ ისაუბრა:

„საზოგადოებას იმ სტიქიის და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მინდა მივაწოდო, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსული დიდი ნალექის გამო რეგიონებში განვითარდა. მთავარი პრობლემა რაჭაშია - შოვში, მისასვლელი გზა მოშლილია, ახლა ადგილზე შესწავლა მიმდინარეობს, სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გარდა ამისა, გუშინდელმა წვიმამ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებს საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა. აქ დატბორილია სავარგულები, რამოდენიმე საცხოვრებელ სახლში წყალია შესული. დაზიანებულია წყალმომარაგების სისტემა, მოშლილია რამოდენიმე სათაო ნაგებობა. უახლოეს დღეებში საზოგადოებას იმ ქმედებებს წარვუდგენთ, რომლებსაც განვახორციელებთ კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონში. ზარალი, ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მთავრობის ცენტრალური ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული.

აგრეთვე, ორიოდე სიტყვა იმ საკითხების შესახებ მინდა ვთქვა, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომზეა გამოტანილი. პირველ რიგში, საზოგადოებას განათლების სფეროში ახალი ინიციატივა მინდა გავაცნო.
ვგულისხმობ, ახალი სასწავლო კომპიუტერული პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერს. გვინდა, რომ შეიმუშავოთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები, პატარები დაწყებით კლასბში კომპუიტერის ათვისებას, კომპიუტერული პროგრამების ათვისებას შეძლებენ. ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ ტენდერს. ყველა საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტს მინდა მოვუწოდო ამ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა.

საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთ საკითხზე მინდა შევაჩერო. ეს არის ჯანდაცვის რეფორმა.

როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე თვის წინ ამ რეფორმის ახალი ეტაპი გამოვაცხადეთ, რეგიონებში ახალი საავადმყოფოების მშენებლობებზე ჩავატარეთ აუქციონი, ტენდერი. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია: ბორდთან დასრულებულია ხელშეკრულება, ჩამორთმეულია ყველა ის საავადმყოფო, სადაც არ იქნა განხორციელებული შესაბამისი პროექტები,რეგიონებში ახალი საავადმყოფოების პროექტირება და დიზაინი დასრულებულია. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში კონკრეტული სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ივლისში და აგვისტში სხვადასხვა რაიონულ ცენტრში 27 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დაწყებას დავაკვირდებით. "

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური