საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 3 ივლისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 3 ივლისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 65 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს მიესალმა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„დღეს, პირველი მთავრობის სხდომაა განახლებული ფორმატით. ჩვენს სამთავრობო მაგიდასთან მინდა მივესალმო და წარმატებები ვუსურვო სამ ახალ მინისტრს. რამაზს, ლადოს და ვერას საკმაოდ ეკონომიკის სამინისტრო ერთერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა საქართველოს მთავრობაში, იქ ბევრია გასაკეთებელი. ასევე, რამაზს მინდა ვუთხრა, რომ მას უკვე ბევრი რამე აქვს გაკეთებული იმ სამინისტროში, სადაც ის მუშაობდა. საგზაო დეპარტამენტში უდიდესი წარმატებები აქვს მიღწეული, თუმცა ახლა, ახალი გამოწვევებია და ახალი საქმეა შესასრულებელი. იგივე მინდა ლადოს ვუსურვო. "რთული სამუშაო აქვთ გასაკეთებელი. მათ ბევრი რამ უკვე აქვთ გაკეთებული, საკმაოდ წარმატებულად, წარმატებული ადამიანები არიან და წარმატება მინდა ვუსურვო ასევე იმ ადგილას, სადაც დაინიშნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური