საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 8 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 8 დეკემბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 70 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სხდომის დაწყებამდე რამოდენიმე საკითხზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მთავრობის სხდომის საკითხებზე სანამ გადავალთ, ეკა ტყეშელაშვილს მინდა მივესალმო. ეს მისი პირველი მთავრობის სხდომაა ამ ამპლუაში. ეკამ გასული წლების განმავლობაში საკმაოდ რთული სამუშაო შეასრულა. ბევრ რთულ პოზიციაზე იმუშავა და მას კიდევ ერთი რთული სამინისტრო ჩაბარდა. საკმაოდ კარგი სამუშაო გასწია თემურიმ ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეკას ამ რთულ სამსახურში წარმატებას ვუსურვებ.

მეორე საკითხი, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო, არის ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ახალი კურსი, რომლის შესახებ გასულ კვირას პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივაა.

მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში გასული წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით და ახალი კადრების მოზიდვის თვალსაზრისით. თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ არის და ამ პრობლემებს ვხედავთ. პრობლემები ჯერ კიდევ არის კერძო სექტორსა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთობებში. გაზრდილი საჯარიმო სანქციები, გაზრდილი საურავები, პრობლემები საშემოსავლო სამსახურის და კერძო სექტორის ურთიერთობაში.

ახალი კურსი ემსახურება იმას, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას. გასული პერიოდის განმავლობაში საფუძველი ჩაყრილია იმისათვის, რომ გადავიდეთ ამ ახალ ეტაპზე. ცვლილებები და რეფორმები რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით იქნა გატარებული. პირველი, ინფრასტრუქტურული პროექტები. წლის ბოლომდე დასრულდება ინფრასტრუქტურის გამოსწორების და რეაბილიტაციის უდიდესი ნაწილი. თბილისში უკვე დამთვრდა გაფორმების ეკონომიკური ზონის მშენებლობა. ასეთივე ზონა გაკეთდება და იანვრის ბოლომდე დასრულდება ბათუმთან და ფოთთან ახლოს. სრულად მოწესრიგდება საგადასახადოსთნ ურთიერთობების მომენტი, რასაც ქვია პროდუქციის შემოტანა ქვყანაში და საშემოსავლო სამსახურთნ ურთიერთობა.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფინანსთა სამინისტროს და საშემოსავლო სამსახურის ინტერნეტიზაცია. ამ მიმართულებით ერთერთი ლიდერები ვართ რეგიონში და მსოფლიოში. ჩამოვაყალიბეთ ინტერნეტ გადახდები. საგადასახადოსთან ურთიერთობა დღეს შეიძლება აწარმოოთ ელექტრონულად. გვაქვს ახალი ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

რამოდენიმე დღის წინ ქუთაისში გავხსენით ფინანსთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ახალი ოფისი. რაც მთავარია, ახალი თანამშრომლების მოყვანა და გადამზადება, არსებულების. შემოსავლების სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში ეს ყველაფერი გაკეთებულია.
მომავალი წელი უნდა იყოს აუცილებლად ის წელი, როდესაც შემოსავლების სამსახურსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობებში დარჩენილი ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას.
მინდა აღვნიშნო, რომ ამაში ჩაბმულები ვიქნებით ყველანი, ფინანსთა მინისტრი და მე. მაქსიმალურად გავაკონტროლებთ, რომ პრეზიდენტის დავალება იყოს შესრულებული....

ჩვენ დავინახეთ, რომ ერთდროულად ჩამოყალიბდა საზოგადოებაში საგადასახადო კულტურა, მომავალი წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ახალი კოდექსი, რომელიც კერძო სექტორთან მიმართებაში შეცვლილია თავისი მიდგომით, ინფრასტრუქტურის მოგვარება დეკემბერ-იანვრის თვეებში სრულდება.

სამივე ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩამოყალიბდეს ახალი კურსი, ახალი მიდგომა, რომელიც კიდევ უფრო გაუმარტივებს კერძო სექტორს მუშაობას და უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ინსევრიციებისთვის."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური