საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრესრელიზი

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების თანამშრომლობის გაძლიერება კანონშემოქმედებით საქმიანობაში - ამ თემაზე, იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში, 3-5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნებისა და მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის პროექტის - „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება" - ფარგლებში, იმართება, ძირითადი განსახილველი თემებია:

  •  კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადების პროცესი და კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა საგაზაფხულო სესიისთვის;
  •  ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგზე მიმდინარე საქმიანობა;
  •  ასოცირების შეთანხმების ძირითადი სამართლებრივი დებულებები, სამართლებრივი დაახლოების მეთოდები და წლიური ეროვნული სამოქმედო გეგმები;
  •  რეგულირების ზემოქმედების შეფასების მნიშვნელობა, კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვისა და ეფექტური საკანონმდებლო პროცესისთვის.

შეხვედრის მიზანია, მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ პარლამენტის ინფორმირებულობა და პარლამენტის ჩართულობის ხარისხის გაზრდა; საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული ქმედების გაძლიერება; ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე კანონმდებლობის დაახლოების პროცესის ხელშეწყობა; ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დაგეგმვის საქმიანობის სრულყოფა.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი ექსპერტები.