საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფო ჯაფარიძემ და თათია როგავამ რეგიონალურ ფორუმში - „მდგრადი განვითარება UNECE რეგიონისთვის“ მიიღეს მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ და მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამსახურის უფროსმა თათია როგავამ ჟენევაში რეგიონალურ ფორუმში - „მდგრადი განვითარება UNECE რეგიონისთვის" მიიღეს მონაწილეობა.

სოფო ჯაფარიძემ მდგრადი განვითარების მიზნების მეხუთე მიზნის შესრულებაზე, კერძოდ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერების მიზნით განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრა. იგი ასევე შეეხო ამ მიმართულებით ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და ინსტიტუციურ რეფორმებს. "

თათია როგავამ მიმოიხილა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი და ყურადღება გაამახვილა ინდიკატორების შესრულების მონიტორინგზე.

საქართველომ გაეროს სააგენტოების აქტიური მხარაჭერითა და დახმარებით მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და 17-ვე მიზანი ეროვნულ პრიორიტეტად განსაზღვრა.