საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე დონორთა თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-29

1  2

გარემოს ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხები, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და  გარემოს დაცვა, გარემოს პოლიტიკა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, „სუფთა, მწვანე და გონივრული" მიდგომები,  განახლებადი ენერგია, ინფრასტრუქტურული  პროექტების როლი  ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პროცესში, კატასტროფების რისკის შემცირება, ნარჩენების მართვა და წყალმომარაგების პოლიტიკა განიხილეს საკოორდინაციო  შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის  სფეროში რეფორმების შესახებ დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირების, ასევე, საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დღეს სასტუმრო „რედისონში" გამართა.


შეხვედრის  თავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკა გრიგალავა და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლიენი.


მთავრობის ადმინისტრაციის ეგიდით ყოველწლიურად ექვსი თემატური საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომლებიც ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ეკონომიკურ ზრდას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სოციალურ კეთილდღეობას, კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულებას და დემოკრატიულ მმართველობას ეძღვნება.