საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა ბენეფიციართა მშობლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-15

"საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" ბენეფიციართა მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათთან ერთად ფონდის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "სოლიდარობის ფონდმა" დაარსებიდან დღემდე,სიმსივნით დაავადებული 400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდისმკურნალობის დაფინანსება შეძლო როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ:ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა დასაფრანგეთის კლინიკებში.

"სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენელთა განმარტებით, ასობით ბავშვისა და ახალგაზრდის გადარჩენა, 702 საჯარო უწყების 60 000-ზე მეტი თანამშრომლის, სხვადასხვა ორგანიზაციისა და კერძო კომპანიების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.