საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო კიევში გამართულ „უკრაინელ ქალთა პირველ კონგრესში ამოსაბეჭდი ვერსია

 

2017 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო კიევში გამართულ „უკრაინელ ქალთა პირველ კონგრესში".

უკრაინელ ქალთა კონგრესი გაიმართა ინტერ-ფუნქციური კავშირის "თანაბარი შესაძლებლობები" ინიციატივით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ევროპის საბჭოს, გაეროს სააგენტოებისა და სხვა ორგანიზაციების ერთობლივი თანამშრომლობით.

ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ერთიანი საჯარო პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა როგორც მთავრობის, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე სასაუბროდ.

კონგრესის სესიები შეეხებოდა, ქალთა მონაწილეობის გაზრდას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების აღმოფხვრას, გენდერულ სტერეოტიპის წინააღმდეგ ბრძოლას, „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებას" და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

სოფო ჯაფარიძე სიტყვით გამოვიდა სესიაზე - „ჩვენ დავიღალეთ დუმილით! პრევენცია და პასუხი გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობას", რომელზეც ისაუბრა საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის პროცესზე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ადგილობრივი კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ახლად შექნილ უწყებათაშორის კომისიაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც უკრაინის, ისე სხვადასხვა ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.