საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უკრაინელ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა და განხორციელებული რეფორმები გააცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-28

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობა იყო მთავარი თემები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის ოლეკსანდრ საიენკოს შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრი,  მთავრობის ადმინისტრაციის მუშაობის პრინციპებს და ქართულ გამოცდილებას გაეცნო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მას ასევე დეტალურად ესაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

ოლეკსანდრ საიენკომ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა და მიდგომები, მიღწეული წარმატებები და განსაკუთრებით აღნიშნა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის როლი.

შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, გაგრძელდება.

ოლეკსანდრ საიენკო უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ გროისმანის დელეგაციის წევრია, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 27-28 ნოემბერს იმყოფებოდა.