საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 358 პირი ამოსაბეჭდი ვერსია

2020-11-12

დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 69 681-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  52 169-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში -  11,  აჭარაში - 11, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა.
 
დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 332, კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
 
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  16 887. 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 801, იმერეთში - 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 103, იმერეთში - 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში - 162, აჭარაში - 90, იმერეთში - 33. 3 311 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 - აჭარაში, 1 207 - თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე.
 
საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში-1 307, ხოლო იმერეთში - 39.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 354 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 726 ადამიანი, აჭარაში - 16 997, იმერეთში - 4 328", - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.  

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური