საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №422

„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს #240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე 20 მუხლის მე 4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგ¬ვის¬ტოს N240 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1495) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 


1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის 116- ე მუხლის „ე.ა" ქვე-პუნქტისა და „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 151 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის თანდართული წესი.".

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - წესი) მე 2 მუხლის მე 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) მიმართვას წარუდგენს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.".

3. წესის მე 3 მუხლის მე 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შემთხვევაში, ახალი საზღვრები დგინდება იმ სატყეო უბნის ფარგლებში, სადაც ხორციელდება საზღვრის შეცვლა.".

4. წესის მე 4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ საკითხის განხილვას სამინისტრო იწყებს ფიზიკური, იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან დაწესებულებების,
აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების ინიცირების საფუძველზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ საკითხის განხილვის დაწყების უფლება სამინისტროს აქვს საკუთარი ინი-ციატივითაც.

3. ამ მუხლის პირველი და მე 2 პუნქტებით გათვალისწინებული ინიცირების საფუძველზე, სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ და მიმართავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებისათვის.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინიციატორების სამინისტროსადმი მიმართვაში მითითებული უნდა იყოს სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობის კორექტირების საჭიროება (აუცი-ლებლობა), მიზეზი (მიზანი) და მას უნდა ერთვოდეს შესაბამისი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (თანდართული ელექტრონული ვერსიით).".

5. წესის მე 5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. წესის მე 6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 28 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური