საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №423

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი;".

2. მე-9 მუხლის „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტა-მენტი - სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, გატარება, კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგის გან¬ხორციელება; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავების ინიცირება, ორგანიზება, ანალიზი, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი; ტრანსსასაზღვრო, ქვეყნის, რე¬გიონული და ადგილობრივი დონეების სივრცითი დაგეგმარების მარეგულირებელი დოკუმენტების პროექტების ინიცირება, ორგანიზება, კოორდინირება, შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი; ქვეყნის შიდა ტერიტორიის ფიზიკური განვითარებისა და სივრცითი დაგეგმარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიების განსაზღვრა; სივრცითი დაგეგმა¬რებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა, სამშენებლო და სივრცითი დაგეგმარების კუთხით პროგრამებისა და პროექტების ინიცირება, შემუშავება, კოორდინაცია, მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავების ორგანიზება და შეთანხმება; სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება; ქვეყნის მასშტაბით მიწის მართვის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; სივრცითი დაგეგმარების ამოცანების განსახორციელებლად მეთოდოლოგიის შემუშავება დეპარტამენტის ან მასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის ხელშეწყობა დამგეგმარებელი ჯგუფ(ებ)ის ჩამოყალიბებაში, მათი კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი; ქვეყნის მასშტაბით სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების განვითარების წლიური ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება; საცხოვრისის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სათანადო კვლევების საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; საცხოვრისი სექტორის მახასიათებლების შედგენა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში საგანმანათლებლო, მათ შორის, სპეციალისტების გადამზადების პროცესის ხელშეწყობა და ამ სფეროს სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის რეგულირებაში მონაწილეობა; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებისათვის სპეციალისტების კანდიდატურების განხილვა, შეთანხმება, ექსპერტთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; სამშენებლო საქმიანობის სფეროში თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით ახალი ტექნოლოგიების, საშენი მასალების წარმოების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის სფეროს განვითარების მონაცემთა ბაზის წარმოება, წლიური ანგარიშების მომზადება; სამშენებლო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება და გამოცდილების დანერგვა; სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და განვითარება;".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური