საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №425

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №323 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №323 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 19/08/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის „გ" ქვეპუნქტით დამტკიცებული „სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურების ჩამონათვალი" (დანართი N3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური