საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №428

 „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის N21 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, მუხლი 224) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტ¬კი¬ცებული დებულების მე-3 მუხლის:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის - www.eauction.ge-ს მეშვეობით.".

2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით - ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე - www.eauction.ge.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური