საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №270

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (20 მლნ ევრო) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (20 მლნ ევრო) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.

2. სახელმწიფო ვალის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის `ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული `ფინანსური ხელშეკრულების (20 მლნ ევრო) საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური