საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №379

2010 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმის შესახებ

1. საქართველოს მთავრობას, კომპანია KOLIN CONSTRUCTION, TOURISM, INDUSTRY AND TRADING CO, INC-ს, შპს `ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს და შპს ენერგო ტრანსს შორის 2010 წლის 10 ნოემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 2.6 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს კომპანია KOLIN CONSTRUCTION, TOURISM, INDUSTRY AND TRADING CO, INC-ს, შპს კეი.ელ.ჯი-ს (KLG LLC-ს) და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოვალეობათა აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად დოკუმენტს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური