საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №392

2011 წელს გასამართ ზოგიერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაზე წარმატებით ასპარეზობისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადების ხელშეწყობის, საქართველოში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისა და აღნიშნულ ღონისძიებებზე საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის სათანადო მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ

2011 წელს გასამართ ზოგიერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაზე (კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი და რაგბში მსოფლიოს თასი) წარმატებით ასპარეზობისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადების ხელშეწყობის, საქართველოში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების (რაგბში 20-წლამდელთა მსოფლიო თასი, ქ. თბილისი, 20.05.2011წ. _ 5.06.2011წ.) მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების, აღნიშნულ ღონისძიებებზე საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით:

ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განსახორციელებლად;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა უზრუნველყონ აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში წარმომადგენლების (მინისტრის მოადგილის დონეზე) მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებების წარდგენა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

გ) ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას, უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში წარმომადგენლების მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებების წარდგენა.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური