საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №466

საქართველოს მთავრობასა და შპს კავკასუს ონლაინს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ვ. ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს კავკასუს ონლაინს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

2. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და შპს კავკასუს ონლაინს შორის მონაცემთა გადაცემის ერთიანი სამთავრობო ქსელისათვის ალტერნატიული ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნის შესახებ.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური