საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №467

მონაცემთა გადაცემის ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვის განზრახვის მქონე სამთავრობო და სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შპს კავკასუს ონლაინის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მომსახურების გამარტივებული შესყიდვის წესით მიღების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ''დ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით მიეცეთ უფლება მონაცემთა გადაცემის ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვის განზრახვის მქონე სამთავრობო და სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, მიიღონ შპს კავკასუს ონლაინის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური