საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №483

მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოსახლეობისათვის სურსათის საფასურზე შეღავათის გაწევის მიზნით:

1. ერთჯერადი ღონისძიების სახით შემოღებულ იქნეს სურსათის ვაუჩერი, რომელიც ითვალისწინებს ფულად გასაცემელს 30 ლარის ოდენობით.

2. ამ განკარგულების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ვაუჩერი - მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას, შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ერთჯერადად მიიღოს ფულადი გასაცემელი 30 ლარის ოდენობით. ვაუჩერი არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი;
ბ) ვაუჩერის მოსარგებლე - „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N205 განკარგულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შეღავათით მოსარგებლე ოჯახი (მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი). ამასთან, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N205 განკარგულებით დამტკიცებულ ვაუჩერის მოსარგებლეების ნუსხაში დამატებების შეტანის შემთხვევაში დამატებული ოჯახი ელექტროენერგიის ვაუჩერთან ერთად ავტომატურად მოიპოვებს სურსათის ვაუჩერის მიღების უფლებასაც.

3. ვაუჩერის მოსარგებლე უფლებამოსილია:
ა) ერთჯერადად, საბანკო დაწესებულების მეშვეობით მიიღოს სურსათის ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემელი - 30 ლარი; ან
ბ) 2011 წლის 1 ივლისამდე ამ განკარგულებით განსაზღვრული წესით კუთვნილი ვაუჩერი გადასცეს საჩუქრად სხვა ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ამის საფუძველზე ისარგებლებს ვაუჩერით გათვალისწინებული 30-ლარიანი ფულადი გასაცემლით.

4. ვაუჩერის მოსარგებლე ვაუჩერით გათვალისწინებულ ფულად სარგებელს (30 ლარი) იღებს სოციალური დახმარების სახით.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში _ სააგენტო) უზრუნველყოს:
ა) N1 დანართის შესაბამისი ფორმის 30-ლარიანი სურსათის სახელობითი ვაუჩერების დაბეჭდვა;
ბ) 2011 წლის 10 აპრილამდე ვაუჩერების დარიგებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
გ) ვაუჩერის განაღდებისათვის საჭირო შესაბამისი საბანკო მომსახურების შესყიდვა. საბანკო მომსახურების ღირე-ბულება შეადგენს ვაუჩერების განაღდებით გაცემული საერთო თანხის 0,5%-ს;
დ) ვაუჩერის გასანაღდებლად შესაბამისი საბანკო დაწესებულებისათვის ვაუჩერების საერთო ღირებულების არა უმეტეს 30%-ის წინასწარი გადარიცხვა, წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე;
ე) 2011 წლის 1 აგვისტომდე საბანკო დაწესებულებასთან საბოლოო ანგარიშსწორება მის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე;
ვ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებისათვის საინფორმაციო კლიპების დამზადება და განთავსება.

6. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) ვაუჩერის წარმდგენისათვის ფულადი გასაცემლის გაცემას 30 ლარის ოდენობით;
ბ) ვაუჩერის განაღდებისას (30-ლარიანი ფულადი გასაცემლის) ვაუჩერის წარმდგენის იდენტიფიცირებას (მათ შორის, წარმდგენი დასაჩუქრებული პირია თუ კუთვნილი ვაუჩერის მფლობელი) და საჭირო რეესტრ(ებ)ის წარმოებას;
გ) მოთხოვნისთანავე სააგენტოსათვის დაფინანსებული (განაღდებული) ვაუჩერების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

7. დამტკიცდეს:
ა) ვაუჩერის ფორმა, N1 დანართის შესაბამისად;
ბ) ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების
წესი", N2 დანართის შესაბამისად;
გ) პერსონალური რეესტრის ფორმა, N3 დანართის შესაბამისად.

8. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ სააგენტოს ვაუჩერების დასარიგებლად. სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთშეთანხმებით (შეთანხმება შესაძლებელია განხორციელდეს ზეპირი ფორმით) შესაძლებელია ვაუჩერების დარიგება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით. აღნიშნული პროცესის კოორდინაცია განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულებმა - გუბერნატორებმა შესაბამის ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში.

9. საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვროს არა უმეტეს 2650 ერთეულით (გარდა სააგენტოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული რაოდენობისა).

10. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულების მე-10_მე-11 პუნქტების საფუძველზე დამატებული ორგანიზაციული კოდის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურ¬სა¬თის ვაუჩერით უზრუნველყოფა.

11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე ორგანიზაციული კოდის: „სამინისტროს პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუ-შაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა" _ ასიგნების არა უმეტეს 31 429 465.0 ლარით შემცირების ხარჯზე, ამავე თანხის ფარგლებში გაზარდოს ორგანიზაციული კოდის: `მო-სახლეობის ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფა _ ასიგნება.

12. ამ განკარგულებით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე სააგენტომ საჭირო საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, საბანკო მომსახურება) შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური