საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №514

ლ. ჭოლაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საპარლამენტო მდივნის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ჭოლაძე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური