საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №551

იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის #403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის~ 2.1.5 პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრებ დევნილთა დადგენა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ, ამ უკანასკნელის დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით (სსიპ _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის N4 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით).

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური