საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №556

შპს `საგზაო ტექნიკის~ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ზიმოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ქ. ბათუმში, 52-სახლიანი საცხოვრებელი უბნის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად შპს ზიმოს ქვეკონტრაქტორი შპს `საგზაო ტექნიკა გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. მეჯინისწყლის მიმდებარედ, მდ. ჭოროხის ქვიშა-ხრეშის გამოვლინებაზე განახორციელოს 55 500 მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

#

x

y

1

717542

4607812

2

717318

4607715

3

717255

4607669

4

717396

4607675

5

717460

4607700

6

717601

4607781

S=1,85 ha.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური