საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №563

შპს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, შპს სამხრეთ-კავკასიური მილსადენის ოფციური გაზის კომპანიასა და შპს აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიას შორის გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმების თაობაზე

უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის N139 დადგენილებისა და ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 13 მარტის N60 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს შპს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, შპს სამხრეთ-კავკასიური მილსადენის ოფციური გაზის კომპანიასა და შპს აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიას შორის გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმების პროექტი.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური