საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №579

,,ზუგდიდი-ცაიშის~ თერმული წყლის საბადოზე (ჭაბურღილები _ N1 საყრდენი, N8 თ და N14) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ,,ზუგდიდიცაიშის თერმული წყლის საბადოზე (ჭაბურღილები _ N1 საყრდენი, N8 თ და N14) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური