საქართველოს მთავრობის განკარგულება №590

„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N205 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N205 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ორგანიზაციული კოდების - „პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება" და „სამინისტროს პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა" - ასიგნებების შემცირების ხარჯზე, შესაბამისი თანხის ფარგლებში გაზარდოს ორგანიზაციული კოდის - „მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფა" ასიგნება.";
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. მოსახლეობის ელექტროენერგიის ვაუჩერით უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო დამატებითი რესურსის მოძიება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი წინადადებების საფუძველზე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური