საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვის ინსპექციის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
1. საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, რომ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვის ინსპექციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს N1 და N2 დანართების მიხედვით.
2. განკარგულება ძალაშია 2011 წლის 18 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური