საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

განახლებული სვანეთი ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიაში 2011 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში ახალი იუსტიციის სახლი, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო, გერმანელისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიაში არქიტექტორის ი. მაიერის მიერ დაპროექტებული 30 მეტრიანი ახალი ხიდი, პოლიციის ახალი შენობა და 135 კილომეტრიანი გზა, რომელიც ზუგდიდიდან მესტიამდე მგზავრობას 6 საათით ამცირებს, საზეიმოდ გახსნა.
|
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მესტიაშე გახსნილ იუსტიციის სახლში გაერთიანებულია ქორწინების სახლი, აღსრულების ეროვნული ბიურო, ნოტარიუსი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სამოქალაქო და საჯარო რეესტრი.
განახლებული სვანეთი საზეიმო ღონისძებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
განახლებული სვანეთი
2015 წლის მოდერნიზების შედეგად სვანეთში მინმუმ მილიონ ნახევარი ტურისტი უნდა ჩავიდეს. რეგიონი წლის ნებისმიერ დროს ტურისტებით დატვირთული იქნება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით შემოსავლებს გაუჩენს.

სვანეთში უიმედობა და სიღარიბე დასრულდება - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური