საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საკადრო ცვლილება მთავრობაში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბრიფინგი გამართა2011 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საკადრო ცვლილებასთნ დაკავშრებით მთვრობის კანცელარიაში ბრიფინგი გამართა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. ბაკურს მადლობა მინდა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. ის ექვსი წელი მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. აქედან სამ წელზე მეტი - სოფლის მეურნეობის მინისტრად. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი კარგი რამ გააკეთა: რთველის პრობლემა მოაგვარა, გაიზარდა სოფლის მეურნეობის გამომუშავება, გაიზარდა ექსპორტი. შესაბამისად, ბაკურ კვეზერელს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

მაგრამ ჩავთვალეთ, რომ საჭიროა ახალი ხედვა, ახალი ენერგია. მინდა წარმოგიდგინოთ სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი, ზაზა გოროზია. ის ექვსი წელია მუშაობს სამეგრელოს გუბერნატორად. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან კარგად გაართვა თავი სამსახურს. მინდა წარმატება ვუსურვო მას.

სოფლის მეურნეობა დღეს ჩვენი მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტული დარგია. ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირება მოხდეს ახალ მინისტრთან ერთად. იმედი გვაქვს, რომ ის სიახლეები და ის წინსვლა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში გვაქვს კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალ წელს და დიდი წარმატებები გვექნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური