საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კონფერენციას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კონფერენციას დაესწრო2011 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მე-14 კონფერენციას დაესწრო. საქართველოს პრემიერ–მინისტრი სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კონფერენციას დაესწრო

კონფერენციაზე განიხილეს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმისა და ღვინის სექტორში საქარველოს კონკურენტუნარიანობის საკითხები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრას ის კომპანიები ესწრებოდნენ, რომლებსაც ამერიკასთან აქვთ კავშირი და საქართველოში ინვესტიციები აქვთ დაბანდებული.

"აქ არიან წარმოდგენილი კომპანიები, რომელბსაც ჰყავთ ამერიკელი პარტნიორები და აქვთ გარკვეული ვაჭრობა ამერიკასთან, ან ამერიკული ინვესტიცია არის ჩადებული საქართველოს პრემიერ–მინისტრი სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კონფერენციას დაესწროსაქართველოში. ესენი არიან კომპანიები, რომლებსაც ინტერესი აქვთ საქართველოს ეკონომიკისადმი. განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, როცა მსოფლიო ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომაროებაშია, ბევრმა ქვეყანამ შეამცირა ზრდის მაჩვენებლები, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურ მაკროპარამეტრებს, აგრძელებს ეკონომიკის ზრდას და ამით კიდევ უფრო იზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური