საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე2011 წლის 28 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-პრემიერ-მინისტრი საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზემინისტრი ნიკა გილაური. ფორუმს ესწრებოდნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო, უკრაინის მთავრობის წევრები და უკრაინული ბიზნესწრეების წარმოადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დამსწრეთ საქართველოს ბიზნეს გარემოზე, საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მათ შედეგებზე ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრი საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე„ვიცე-პრემიერი ტიგიპკო ჩამოვიდა და 100-ზე მეტი უკრაინელი ბიზნესმენი პრემიერ-მინისტრი საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზეჩამოიყვანა. ეს არის ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ინვესტიციებში საქართველო-უკრაინის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების საწინდარი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ (უკრაინელების) ჩამოსვლის ერთერთი მიზეზია ქართული რეფორმების სწავლა და (მათი) ექსპორტი საქართველოდან უკრაინაში.

პრემიერ-მინისტრი საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზეუკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები მოინახულებენ იუსტიციის სახლს, შინაგან საქმეთ სამინისტროს, ფინანსთ სამინისტროს უწყებებს. გაეცნობიან რა რეფორმები ჩატარდა საქართველოში, რათა ასეთივე რეფორმები ჩაატარონ უკრაინაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მსოფლიოში დამკვიდრდა, როგორც რეფორმების გამტარებელი, ნომერი ერთი რეფორმატორი. რეფორმების ექსპორტს ვაგრძელებთ და შემდეგი ქვეყანა უკრაინაა.
დღევანდელი ფორუმი წარმატებული იქნება, როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი ბიზნესმენებისთვის. იმედია, რომ ჩვენ ახალ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს და ინვესტიციებს ვიხილავთ საქართველოში და ამ ვიზიტის შედეგად ჩვენს ქვეყანაში ბევრი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური