საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა2011 წლის 10 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს "ნიუ პრემიერ–მინისტრი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდაჰოსპიტალში" წარუდგინა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

"ყველა პენსიონერი, 60 წელს ზევით ქალბატონი და 65 წელს ზევით მამაკაცი, მიიღებს სადაზღვეო პაკეტს. ეს არის 670000 ადამიანი, ამ რიცხვს ემატება ბავშვთა დაზღვევაც.

საქართველოში 2006-2007 წელს 26 ათასი დაზღვეული პაციენტი, დაზღვეული ადამიანი იყო. არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოში დაზღვევის ბიზნესი რა იყო, არავინ არ იცოდა, ათი წლის წინ სადაზღვევო ბიზნესი თითქმის არ არსებობდა. დღეს დაზღვეულია დაახლოებით 1,5 მლნ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ნიუ ჰოსპიტალში წარუდგინამომავალი წლის 1 სექტემბრიდან ამ რიცხვს დაემატება 900 ათასი დაზღვეული ადამიანი. ჯამში, მომავალი წლის სექტემბრისთვის დაზღვეული იქნება 2,5 მლნ-მდე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ნიუ ჰოსპიტალში წარუდგინა
ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. პირველად, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ერთდროულად დავაზღვიეთ, სადაზღვევო კომპანიებს გაუჭირდათ. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდით და ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიებიც მონაწილეობდნენ.

პრემიერ–მინისტრი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა2012 წლის 1 სექტემბრიდან ახალი ნაკადი იქნება საკმაოდ მაღალი, მოსამზადებელია მთელი ინფრასტრუქტურა. ათპუნქტიანი გეგმის მიზანი და პრეზიდენტის დაპირება არის, რომ საპენსიო პაკეტი იყოს 100-დოლარიანი, 100-დოლარის ექვივალენტი ლარებში.
ძალიან ხშირად გვეკითხებოდნენ, რას ნიშნავს საპენსიო პაკეტი? - საპენსიო პაკეტს ვეძახით ძალიან მარტივ რამეს. ეს არის სადაზღვევო პაკეტი + თანხა, ეს არის ის საპენსიო პაკეტი, რომელიც გვინდა, რომ იყოს," - აღნიშნა ნიკა გილაურმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური