საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა2011 წლის 18-19 ნოემბერს ბათუმში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა

18 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბათუმში კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარგსიანს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „სომხეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი."საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა

„ჩვენ შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 40%-ით. სომხეთიდან საქართველოში ჩამოდის ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა. საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაგვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთოერთობა და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობა. (შეხვედრაზე) ვილაპარაკეთ რამოდენიმე ენერგეტიკულ პროექტზე, სატრანზიტო პესრპექტივებზე, ტრანსპორტზე," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

19 ნოემბერს, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისისაქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა კომისიის სხდომის მსვლელობისას მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარგსიანიკომუნიკაციების, ტურიზმის, საბაჟო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პლენარული სხდომის შემდეგ საქართველო-სომხეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ოქმზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. სომეხმა და ქართველმა ექსპერტებმა კარგად იმუშავეს. ოქმში 19 სხვადასხვა ტიპის საკითხია ჩადებული: ეკონომიკური, სოციალური, ორმხრივი პროექტები, ეკონომიკური პროექტები...
რაც შეეხება საბაჟო საკითხებს, საუბარია საბაჟოი ერთობლივ მართვაზე. ასეთი პროექტი უკვე განვახორციელეთ სარფში, თურქეთის საზღვარზე. ძალიან ეფექტურია, ორჯერ უფრო ნაკლები დრო ესაჭიროება ადამიანს საზრღვრის გადასასვლელად და საბაჟო პროცედურების გავლისთვის. ასეთივე პროექტს ვახორციელებთ სომხეთის საზღვარზე," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-სომხეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმის ხელმოწერის შემდეგ.

 

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური