საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 13 იანვრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 13 იანვრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 61 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება გააცნო. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. სანამ მთავრობის სხდომის საკითხებზე გადავალთ, საზოგადოებას და მთავრობის წევრებს ერთი ინფორმაცია მინდა მივაწოდო, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეხება. გუშინ, საქართველოსადმი მიძღვნილი ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ჩატარდა. შედეგები ძალიან დამაკმაყოფილებელია. ფონდის საბჭომ 2010 წლის და 2011 წლის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და 2010 წლის ეკონომიკური ზრდის შედეგები მოიწონა. ხაზი გაესვა იმას, რომ 2010 წელში არ ელოდებოდნენ ასეთ ეკონომიკურ ზრდას, მოიწონეს 2011 წლის ბიუჯეტი. საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუ 2009 წელს საბიუჯეტო დეფიციტი 9,2 %-ი გვქონდა, 2010 წელი დავამთავრეთ 6%-ით და 2011 წლის საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო შემცირებულია და ჩამოყვანილია 4,3%-ზე.

ამ დასკვნებიდან გამომდინარე IMF-მადამატებით 153 მლნ დოლარი დაამტკიცა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ დროს, როდესაც დაგვჭირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭოს წევრებს და მის წარმომადგენლებს საქართველოში მადლობა მინდა გადავუხადო."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური