საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 31 იანვრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 31 იანვრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 31 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 28 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გულაურმა ახალ პროექტებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, საზოგადოებას და მთავრობის წევრებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია მინდა მივაწოდო. მოგეხსენებათ, რომ გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა. მხედველობაში მაქვს მსოფლიო ბანკი, EBRD-ი, KFWS-ი. ეს პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, არის და იყო: გზები, ადგილობრივი გზები, მაღალი გადამცემი ძაბვის ხაზები.

ასევე წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციაზე დავიწყეთ მოლაპარაკებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზიის განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები დასრულებულია. ჯამში 500 მლნ დოლარიანი პაკეტი იქნება გამოყოფილი, რომლის ხარჯვას წლევანდელ წელს, მომავალი თვეებიდან დავიწყებთ. ეს თანხები დახარჯული იქნება რაიონული ცენტრების, სხვადასხვა ქალაქის და დაბის წყალმომარაგების, კანალიზაციის გაუმჯობესებაზე, რეაბილიტაციაზე, ზოგან კი საერთოდ ახლის მშენებლობაზე...

ბოლო პერიოდის განმავლობაში ფოთში, ქუთისში, ბაკურიანში, ბორჯომში, ქობულეთში, ბათუმში რამოდენიმე პროექტი განვახორციელეთ. ახლა უფრო კომპლექსურ და მასშტაბურ სამუშაოებს ვიწყებთ, რომლებიც თითქმის მთელს ქვეყანაში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას მოემსახურება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური